7 ივლისი

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire
<< ივლისი >>
კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
2008


7 ივლისი არის გრიგორიანული კალენდრის 188-ე დღე (ნაკიან წლებში – 189-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 177 დღე.


სექციების სია

დღის მოვლენები

  • 175 : კომოდუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
  • 1456 : ხელმეორე სასამართლოზე ჟანა დ'არკს (სურათზე) ერეტიკობაში ბრალი მოეხსნა სიკვდილიდან 25 წლის შემდეგ.
  • 1543 : ფრანგები ლუქსემბურგში შეიჭრნენ.
  • 1668 : ისააკ ნიუტონმა მაგისტრის ხარისხი მიიღო ტრინიტის კოლეჯში, კემბრიჯი.
  • 1807 : ნაპოლეონის ომები - ტილსიტის ზავით საფრანგეთს, პრუსიასა და რუსეთს შორის მთავრდება მეოთხე კოალიცია.
  • 1846 : მექსიკა-ამერიკის ომი - აშშ-ის ჯარი მონტერეისა და იერბა ბუენას იკავებს, რითაც იწყებს კალიფონიის ანექსიას.
  • 1863 : აშშ-ში იწყება პირველი სამხედრო გაწვევა; თავის არიდება $100 ღირს.
  • 1898 : ჰავაი ანექსირებულ იქნა აშშ-ში.
  • 1917 : რუსეთის რევოლუცია - თავადი გიორგი ლვოვი აყალიბებს რუსეთის დროებით მთავრობას მეფის ჩამოგდების შემდეგ.
  • 1930 : იწყება ჰუვერის კაშხალის მშენებლობა.
  • 1937 : სინო-იაპონიის ომი - ლუგუს ხიდის ბრძოლა - იაპონელები პეკინში შეიჭრნენ.
  • 1941 : მმო - საფრანგეთის და ბრიტანეთის ჯარები ბეირუთს იღებენ.
  • 1974 : დასავლეთ გერმანიამ ფიფას მსოფლიო თასი მოიგო.
  • 1978 : სოლომონის კუნძულებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს დიდი ბრიტანეთისაგან.
  • 1980 : ლედ ზეპელინის ბოლო კონცერტი ჩატარდა.
  • 1983 : ცივი ომი - ამერიკელი მოსწავლე სამანტა სმიტი მოგზაურობს საბჭოთა კავშირში იური ანდროპოვის მოწვევით.
  • 1991 : იუგოსლავიის ომები - ბრიონის შეთანხმებით დასრულდა ათდღიანი დამოუკიდებლობის ომი სლოვენიასა და დანარჩენ იუგოსლავიას შორის.
  • 2003 : სომხეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია შეიქმნა.
  • 2005 : ტერორისტული აფეთქებების სერიაში ლონდონის ტრანსპორტში 52 ადამიანი დაიღუპა (პლუს ოთხი თვითმკვლელი ამფეთქებელი).
  • 2005 : ლაივ 8 გავლენით დიდი რვიანის ლიდერები აფრიკისთვის 2004 წელთან შედარებით ორმაგ დახმარებას იღებენ ($50 მილიარდი) 2010 წლისთვის.
  • 2007 : Live Earth კონცერტები ჩატარდა მსოფლიოს თერთმეტ ქალაქში გლობალური დათბობის პრობლემაზე მეტი ყურადღების მიქცევის მიზნით.

ამ დღეს დაბადებულნი

ამ დღეს გარდაცვლილნი

დღესასწაულები

იხილეთ აგრეთვე

სხვა თვეები

იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.