შუა საუკუნეები

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire

შუა საუკუნეები (476 - 1492) — ძველი მსოფლიოს ისტორიის დასასრულსა და ახალი ისტორიის დასაწყისს შორის მოქცეული ათი საუკუნე.

ძველი მსოფლიოს ისტორიის დასასრულად ითვლება 476 წელი, როდესაც ერთ-ერთი გერმანული რაზმის წინამძღოლმა ოდოკარმა ბოლო მოუღო დასავლეთ რომის იმპერიას და თავი იტალიის მმართველად გამოაცხადა. ახალი დროის დასაწყისად მიჩნეულია ქრისტეფორე კოლუმბის მიერ 1492 წელს ამერიკის აღმოჩენის თარიღი.

შუა საუკუნეები საქართველოში

476 წელს, როდესაც დაეცა დასავლეთ რომის იმპერია, ქართლში მეფობდა ვახტანგ გორგასალი. მან განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, საფუძველი ჩაუყარა მცხეთიდან თბილისში დედაქალაქის გადმოტანას, დააწესა კათალიკოსობა და საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა. ვახტანგი გმირულად დაიღუპა სასანიანთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად ვახტანგ გორგასალის მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისა ჩვენი სამშობლოს, მისი მეფობა მაინც არ მიიჩნევა საქართველოსათვის შუა საუკუნეების დასაწყისად. ისტორიკოსთა აზრით საქართველოსთვის გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ამიტომ საქართველოსთვის შუა საუკუნეები იწყება ქართლის მოქცევით, ე.ი. დაახლოებით 326 წლით.

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.