რჩეული სტატია
ჰორმონები — მოლეკულები, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ. ყველა მრავალუჯრედანი ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონებს მისი უჯრედების მოქმედების კოორდინირებისათვის. განსხვავებით ნერვებისგან, რომელთაც ინფორმაცია სუსტი ელექტრული მუხტების მეშვეობით გადააქვთ, ჰორმონები ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური საშუალებაა.
ყველაზე მეტად ცნობილია ჰორმონები, რომლებიც ხერხემლიანი ცხოველების ენდოკრინულ ჯირკვლებში გამომუშავდება, თუმცა სინამდვილეში ჰორმონებს ცხოველთა სხეულის პრაქტიკულად ყოველი ქსოვილი და ორგანოთა სისტემა გამოიმუშავებს. ხშირ შემთხვევაში ჰორმონის მოლეკულების გადაადგილება სისხლის საშუალებით ხდება. ასეთ ჰორმონებს ენდოჰორმონები ეწოდება. არსებობს აგრეთვე ექტოჰორმონები, ანუ ჰორმონები, რომელიც უჯრედშორის სითხეში გამოიყოფა და სამიზნე უჯრედებს ჩვეულებრივი დიფუზიის საშუალებით აღწევს. (...სრულად)
რჩეული ბიოგრაფია
ივანე ბერიტაშვილი (1885 - 1974), ქართველი ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1941) და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის (1944) აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1935), სოციალისტური შრომის გმირი (1964), ი. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა სრულიად საკავშირო საზოგადოების (1970), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის (1959), ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (1960), ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზოგადოების (1979), უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიის (1969), ამერიკის ბიოლოგია- ფსიქიატრიის საზოგადოების (1969) საპატიო წევრი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. (...სრულად)
იცოდით, რომ...