არეგულირებს: Nederlandse Taalunie (ნიდერლანდური ენის გაერთიანება)
ენის კოდები
ISO 639-1: nl
ISO 639-2: dut (B) nld (T)
ISO/FDIS 639-3: nld
ნიდერლანდული ენა, იგივე ჰოლანდიური, ნიდერლანდელთა და ფლანდრიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახისგერმანულ ჯგუფს . სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ბურები, რომლებიც გადმოსახლებულნი არიან ჰოლანდიიდან, მეტყველებენ ნიდერლანდული ენის ნაირსახეობაზე.
ნიდერლანდური ენა ძირითადად განვითარდა ქვემოფრანკული ენის ბაზაზე. ნიდერლანდური განვითარებაში გამოყოფენ სამ პერიოდს: ძველნიდერლანდური (ძველი ქვემოფრანკული, IX-XI სს.), საშუალო ნიდერლანდული (XII-XV სს.), ახალნიდერლანდული (XVI ს-დან). ძველნიდერლანდული ენის წერილობითი ძეგლები არ შემონახულა. ყველაზე ადრეული ძეგლი საშუალო ნიდერლანდულისა - იურიდიული სიგელები, ი. ვან მარლანტის ნაწარმოებები, რაინდული რომანები - XIII საუკუნეს განეკუთვნება.