|
Article on other languages:
|
მაგნოლისებრნი (Magnoliaceae), ორლებნიანი მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეებია, იშვიათად ბუჩქები.აქვთ მთლიანი ან დანაკვთული, ხშირად თანაფოთლებიანი ფოთლები, ორსქესიანი (იშვიათად ერთსქესიანი) ყვავილები, მრავალი მტვრიანა. ოჯახში 12 გვარის 220-მდე სახეობაა, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ცენტრალურ ამერიკაში, აგრეთვე ვესტინდოეთსა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში. ყოფილ სსრკ-ში, კერძოდ, კურილის კუნძულებზე ამ ოჯახიდან ბუნებრივად იზრდება მაგნოლიის გვარის მხოლოდ 1 სახეობა; სამხრეთ რაიონებში დეკორატიულ მცენარედ კულტივირებულია 20-მდე სახეობა ლიტერატურა
|
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.