კლასი (ბიოლოგია)

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire

კლასი (ლათ. classis - თანრიგი, ჯგუფი), ცხოველთა და მცენარეთა სისტემატიკაში ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური კატეგორია. კლასი აერთიანებს მონათესავე რიგებს. მაგ., მღრღნელების, მტაცებლების, ხელფრთიანების და სხვა. რიგები შეადგენენ ძუძუმწოვართა კლასს. თავის მხრივ მონათესავე კლასები გაერთიანებულია ტიპად. მაგ., თევზების, ამფიბიების, ფრინველებისა და ძუძუმწოვართა კლასები შედიან ქორდიანთა ტიპში. ტერმინი „კლასი“, სისტემატიკაში პირველად ფრანგმა ბოტანიკოსმა ჟოზეფ ტურნეფორმა შემოიღო და შემდგომში კარლ ლინემ დაამკვიდრა თავის „ბუნების სისტემაში“ (1835).

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 547, თბ., 1980

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.