|
Article on other languages: |
კატალპა (ლათ. Catalpa), მცენარეთა გვარი ბიგნონიასებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ხეებია. ცნობილია 11 სახეობა. სამშობლოდ ითვლება ჩრდილოეთი ამერიკა და აღმოსავლეთი აზია. კულტივირებულია საქართველოს ბევრ რაიონში. ამრავლებენ თესლით, კალმით და ფესვის ამონაყარით. კარგად ხარობს მსუბუქტენიან ნიადაგებზე. სინათლის მოყვარულია. აქვს მსუბუქი და რბილი მერქანი, რომელიც ძნელად ლპება. დეკორატიული მცენარეებია. ლიტერატურა
|
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.