ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან - "არიელების ქვეყანა" (პროტო-ინდოევროპულ ენაზე “არია” სიტყვას ზოგადი მნიშვნელობაა “კეთილშობილი” ან “თავისუფალი”). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით. 1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც ირანი.
ბუნება: მთები – ელბრუსი და ზაგროსი, უმაღლესი მწვერვალი – დამავენდი 5.604 მ; უდიდესი მდინარე - ქარუნი 830 კმ; მთავარი ტბები (კვ.კმ) – კასპიის ზღვა 371.000, ურმია 5.800, ნამაქი 1.800; უდიდესი კუნძული - ყეშმი 1.330 კვ.კმ; კლიმატი - კონტინენტური, მშრალი.
ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ქრომი, სპილენძი, რკინის მადანი, ტყვია, მანგანუმი, თუთია, გოგირდი.
გაზისა და ნავთობის მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე, კერძოდ ხუზისტანი.
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა: თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკა.
ეროვნული დღესასწაული: 11 თებერვალი (რევოლუციის დღე).
სახელმწიფოს მეთაური: სულიერი ლიდერი - აიათოლა საიდ ალი ხამენეი (Ayatollah Ali Hoseini-KHAMENEI, 1989), პრეზიდენტი - მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი(Mahmoud Ahmadinejad, 2005).
საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - მეჯლისი (270 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 28 ოსთანი (ostan).
მე-19 საუკუნის ბოლოდან ინგლისისა და რუსეთის ნახევარკოლონია იყო. 1921 წელს ინგლისელთა ხელშეწყობით მოხდა სამხედრო გადატრიალება და დამყარდა რეზა ფეხლევის დიქტატურა, რომელიც 1925 წელს შაჰად გამოცხადდა. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ირანი აშშ-ს პოლიტიკის გამტარებელია. იგი გახდა სენტოს სამხედრო ბლოკის წევრი. 70-იანი წლების ბოლოს გაჩაღდა ბრძოლა შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ. 1979 წელს იგი დამხობილ იქნა და ირანელთა რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმისლამური რესპუბლიკა გამოაცხადა. 1980-1988 წლებში შატ-ელ-არაბის დინებაში სადავო ტერიტორიების გამო აწარმოებდა ომს ერაყთან. 1991 წელს ირანში შემოვიდა დაახლოებით 1 მლნ. ქურთი, რომლებიც სადამ ჰუსეინის რეჟიმს განერიდნენ. 2000 წლის არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი მოჰამედ ხათამი ლიბერალურ რეფორმატორულ პოლიტიკას ატარებდა. ამჟამად ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი რადიკალური ისლამური კურსის გამტარებელია.