ინდოეთი

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire
भारतीय गणराज्य
Bhārat Ganarājya
Republic of India

ინდოეთის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Jana Gana Mana
დევიზი: ჭეშმარიტება იმარჯვებს (satyamēva jayatē)
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ნიუ-დელი
უდიდესი ქალაქი მუმბაი
ოფიც. ენები ჰინდი, ინგლისური
მთავრობა ფედერაციული რესპუბლიკა საპარლამენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი პრატიბა პატილი
  -პრ.-მინისტრი მანმოჰან სინგჰი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
3,287,590 კმ² (მე-7)
 
  9.56%
მოსახლეობა
 - 2007 სავ.
 - 2001 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
1.12 მილიარდი (მე-2)
1,027,015,248
329 ად./კმ² (31-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$4.726 ტრილიონი (მე-3)

$4,182 (118-ე)
აგი (2007) 0.619 () (128-ე)
ვალუტა რუპია (INR)
დროის სარტყელი UTC +5:30სთ.
  -ზაფხულის დრო UTC +5:30სთ.
ქვეყნის კოდი IND
ccTLD .in
სატელეფონო კოდი +91

ინდოეთი (ჰინდი भारत bhārat, हिन्दुस्तान hindustān) - მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. ორ საუკუნეზე მეტი კოლონია იყო, “ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა.


სექციების სია

სახელწოდება

  • ოფიციალური: ინდოეთის რესპუბლიკა.
  • ჰინდი: Bharat Ganarajya; ინგლ. - Republic of India.
  • ეტიმოლოგია: მისი სახელწოდება ჰინდის ენაზე არის "ბჰარატ". იგი მომდინარეობს არიელთა ძველინდური ტომის ბჰარატასაგან, რომელთაც ძვ.წ. VI საუკუნეში მძლავრი სახელმწიფო შექმნეს. ევროპულ ენებზე მისი სახელი მდინარე ინდიდან მომდინარეობს (სანსკრიტულად Sindhu ).
  • ქვეყნის კოდი: IN.

გეოგრაფია

ქვეყანა სამხრეთ აზიაში, მდებარეობს ინდოსტანის სუბკონტინენტზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: პაკისტანი, ავღანეთი, ჩინეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმა, ბანგლადეში.

  • ფართობი: 3.287.263 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 5.686 კმ; სახმელეთო - 15.168 კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონებიჰიმალაები, ინდო-განგის დაბლობი, დეკანის ზეგანი. მთიანი სისტემებიჰიმალაები, ყარაყორუმი, ვინდბია, არავალი. უმაღლესი მწვერვალები (მ)კანჩეჯანღა 8.598, ნანდა დევი 7.817; მთავარი მდინარეები (კმ)ბრაჰმაპუტრა 2.900, განგი 2.125 (სულ 2.510), გოდავარი 1.465, იამუნა (ჯამნა) 1.400, კრიშნა 1.400, ნარმადა 1.310; უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ჰირაკუდი 1.100; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ანდამანის კ-ბი 6.408 (დიდი ანდამანი 1.536), ნიკობარის კ-ბი 1.841 (დიდი ნიკობარი 1.045), ლაქშადვიპი 32; კლიმატი - ტროპიკული, ზომიერი.
  • ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საბადო), რკინის მადანი, მანგანუმი, ბოქსიტები, ტიტანი, ქრომიტი, ბუნებრივი აირი, ალმასი, ნავთობი, კირქვა, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი Prathiba Pathil (2007).
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი Manmohan Singh(2004).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი, შედგება შტატების საბჭოსაგან (რაჯია საბჰა, 250 ადგილი) და სახალხო პალატისაგან (ლოკ საბჰა, 545 ადგილი).
  • პარტიები: ინდოეთის ეროვნული კონგრესი (დაარსებულია 1885 წელს მ.განდისა და ჯ.ნერუს მიერ, ლიდერები - ინდირა განდი 1966-84, რაჯივ განდი 1984-91, ამჟამად სონია განდი), ბჰარატია ჯანატა პარტი (ლიდერი ა.ბ.ვაჯპაი).

ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 28 შტატი (state) და 7 მოკავშირე ტერიტორია (union territory).

ანდამანის და ნიკობარის კუნძულებიანდჰრა-პრადეშიარუნაჩალ-პრადეშიასამიბენგალიბიჰარიდადრა და ნაგარ-ჰაველი - დამანი და დიუდელიგოაგუჯარათიკარნატაკაკერალალაქშადვიპიმადჰია-პრადეშიმაჰარაშტრამანიპურიმეგჰალაიამიზორამინაგალენდიორისაპენჯაბიპონდიშერირაჯასტანისიკიმიტამილნადუტრიპურაუტარ-პრადეშიუტარანჩალიჩანდიგარჰიჩხატისგარჰიჯამუ და ქაშმირიჯარხანდიჰარიანაჰიმაჩალ-პრადეში

დემოგრაფია

ეკონომიკა

1990-იანი წლებიდან ინდოეთის ეკონომიკა, აქ დაწყებული რეფორმების გამო, უფრო მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისათვის. ქვეყანამ სერიოზული ნახტომი გააკეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. აღსანიშნავია ტრადიციული კინოინდუსტრია.

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 357 მლრდ $ (მე-15 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 370 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 28, მრეწველობა 29, მომსახურება 43.
  • ექსპორტი: ძვირფასეულობა და საიუველირო ნაწარმი, ტანსაცმელი, ბამბა, ჩაი.
  • ბიუჯეტი: 48,300 მლნ $.
  • ვალუტა: ინდური რუპია (INR).

ისტორია

მე-16 საუკუნიდან ხდება ინდოეთის დაპყრობა ევროპელი კოლონისტების მიერ. თითქმის 200 წელი იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1947 წელს მოხდა სუბკონტინენტის პოსტკოლონიური გაყოფა რელიგიური ნიშნით ინდოეთად და პაკისტანად, რამაც სათავე დაუდო მათ შორის კონფლიქტებსა და ტერიტორიულ დავებს. ინდოეთმა ჯერ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო 1950 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მნიშვნელოვანი რელიგიური, კასტური და ეთნოკულტურული განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებს შორის მუდმივი დაძაბულობის წყაროა. ექსტრემისტული და სეპარატისტული მოძრაობები დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, დემოკრატიული ინტიტუტების ფუნქციონირებას. 1948 წელს მოკლულ იქნა ”ბაპუ” - “ერის მამა“, მაჰატმა განდი, რომელიც სათავეში ედგა ინდოეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, 1984 წელს - პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი, 1991 წლის არჩევნების დროს - პარტია ეროვნული კონგრესის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი. პაკისტანთან ომმა 1971 წელს გამოიწვია ბანგლადეშის წარმოქმნა. ისლამისტი სეპარატისტების გააქტიურების გამო ჯამუსა და კაშმირის შტატში შემოღებული იქნა ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა. 1992 წელს გაჩაღდა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ინდუისტებმა და მუსულმანებს შორის.

მემკვიდრეობა

ცნობილი ინდოელები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.