ერაყი

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire
جمهورية العراق (არაბ.)
كۆماری عێراق (ქურთ.)

ერაყის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Mawtini
დევიზი: الله أكبر
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ბაღდადი
33°20′N 44°26′E
უდიდესი ქალაქი ბაღდადი
ოფიც. ენები არაბული, ქურთული
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი
  -პრ.-მინისტრი ნური ალ მალიკი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
438,317 კმ² (157-ე)
 
  1.1%
მოსახლეობა
 - 2007 სავ.
 - სიმჭიდროვე
 
27,499,638 (მე-40)
66 ად./კმ² (125-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2006მიახლ.
$89.8 მილიარდი (61-ე)

$2,900 (130-ე)
ვალუტა ერაყული დინარი (IQD)
დროის სარტყელი UTC +3სთ.
  -ზაფხულის დრო UTC +3სთ.
ქვეყნის კოდი IRQ
ccTLD .iq
სატელეფონო კოდი +964

სექციების სია

სახელწოდება

  • ოფიციალური - ერაყის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: العراق, Al Jumhuriyah al Iraqiyah.
  • ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს ძველი სემიტური ურუქისაგან. ასე ერქვა შუმერულ-აქადურ ქალაქს, რომლის მნიშვნელობაა „მდინარეთა შუა“. მისი ძველი სახელია მესოპოტამია, რაც ბერძნულად ასევე “შუამდინარეთს” ნიშნავს.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ირანი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, იორდანია, სირია. ფართობი შეადგენს 435.072 კვ.კმ-ს.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - 2003-05 წლებში გარდამავალი მმართველობის ქვეშ მყოფი რესპუბლიკა იყო.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 18 ოლქი (muhafazat).

დემოგრაფია

ეკონომიკა

ნავთობმა ქვეყანას კეთილდღეობა მოუტანა. 1972 წელს ერაყის სანავთობო კომპანია ნაციონალიზებულ იქნა. 1979 წელს ნავთობი ქვეყნის სავალუტო შემოსავლების 95%-ს იძლეოდა.

  • რესურსები - ნავთი, ბუნებრივი აირი, ფოსფატები, გოგირდი.
  • ექსპორტი - ნავთობი, შალეული, ფინიკი.
  • ვალუტა - ერაყის დინარი (IQD).

ისტორია

ერაყმა 1921 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1958 წლამდე ქვეყანას მართავდა ჰაშიმიტების დინასტია (ფაისალ I და ფაისალ II ). მონარქიის დამხობის შემდეგ ერაყში რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა. 1968 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა პარტია ბაასი, რომელმაც “ანტიიმპერიალისტური კურსი” აიღო და დაიწყო რეფორმების გატარება. 1974 წელს ქვეყნის ჩრდილოეთში გამოცხადდა ქურთისტანის ავტონომია. 1980-88 წლებში ერაყი მონაწილეობდა ფართომასშტაბიან ომში ირანთან, ხოლო 1990 წელს იგი შეიჭრა მეზობელი ქუვეითის ტერიტორიაზე და მოახდინა მისი ანექსია. მხოლოდ საერთაშორისო კოალიციური ძალების აქტიური მონაწილეობით მოხერხდა აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია. დადგენილია, რომ ირანთან ომში ერაყმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ხოლო 1988 წელს - ქვეყნის შიგნითა, ქურთების წინააღმდეგ. ამ ომების გამო, 1991 წელს გაერომ ერაყის მიმართ საერთაშორისო სანქციები დააწესა, რამაც გამანადგურებელი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთში - შეიქმნა დახურული ზონები, სადაც პატრულირებდა აშშ-სა და ბრიტანეთის ავიაცია. ჩრდილოეთის დახურულ ზონაში ქურთებმა ავტონომიური რეგიონი შექმნეს. უკანასკნელ წლებში გაერო ცდილობდა დაეყოლიებინა ერაყის მმართველი რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებაზე, მაგრამ უშედეგოდ. 2003 წლის მარტში აშშ-ს და დასავლური კოალიციის სამხედრო ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუსეინის რეჟიმი ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებისაგან. ორი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა საოკუპაციო დროებითი ადმინისტრაცია, რომელმაც მოამზადა ერაყის სამოქალაქო ძალებისათვის ხელისუფლების გადაცემის წინაპირობები. 2005 წლის 6 აპრილს ჩატარდა ერაყის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები. ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჯალალ თალაბანი, ქურთი აჯანყებულების ყოფილი ლიდერი.

მემკვიდრეობა

  • ბაღდადი – ერაყის ეროვნული: და სამხედრო მუზეუმები, აბასიდების სასახლე (XII ს.), უნივერსისტეტის შენობა (XIII ს.), მეჩეთი მირჯა (XVI ს.), ოქროს მეჩეთი (XV ს.);
  • სამარა - მინარეთი და დიდი მეჩეთი (IX ს.);
  • ქალაქების ბაბილონისა და ნინევიის ნაშთები;
  • პართიული ქალაქი ჰათრა.

მესოპოტამიას უკავშირდება არაბთა სახალიფოსა და უძველესი ცივილიზაციების - შუმერის, აქადის, ბაბილონისა და ასურეთის სახელები.

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.