ევროპა

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire
სიტყვას "ევროპა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ევროპა (მრავალმნიშვნელოვანი).
ევროპა

ევროპა — ქვეყნის ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი.

სექციების სია

გეოგრაფია

ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის ¼.

გეოგრაფიული რეგიონები

ტრადიციისამებრ, ევროპას ყოფენ 5 რეგიონად:

  1. ჩრდილოეთი ევროპა
  2. სამხრეთი ევროპა
  3. ცენტრალური ევროპა
  4. აღმოსავლეთი ევროპა
  5. დასავლეთი ევროპა

ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია, მით უმეტეს, რომ აქ წმინდა გეოგრაფიულის გარდა გათვალისწინებულია პოლიტიკური ფაქტორებიც. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული ”თვალსაზრისის” გამო შეიძლება მიკუთვნებული იყოს სხვადასხვა რეგიონს. მაგალითად, სსრ კავშირის არსებობის დროს, ევროპის დაყოფა აღმოსავლეთად და დასავლეთად უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე გეოგრაფიული. პირველ მათგანს მიაკუთვნებდნენ ე.წ. ”სახალხო დემოკრატიის” ქვეყნებს: გდრ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, იუგოსლავია. ამჟამად ევროპის გეოგრაფიული ცენტრი უკრაინაშია, შესაბამისად ზემოხსენებული ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა ახალი ქვეყნებით შეივსო. ესენი არიან: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.

მოსახლეობა

2003 წლის სტატისტიკური მონაცემებით ევროპის მოსახლეობა, რუსეთის გამოკლებით, 800 მლნ-ს შეადგენს. აქ ცხოვრობს 6 ენობრივი ოჯახის 209 ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ევროპას და ევროპელებს ისტორიულად და კულტურად უდიდესი გავლენა ჰქონდათ მსოფლიო ცივილიზაციის ფორმირების პროცესზე.

ევროპის ისტორია

იხილეთ ძირითადი სტატია: ევროპის ისტორია

პოლიტიკური რუკა


ევროპის ტერიტორიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განლაგებულია 49 სუვერენული სახელმწიფო, 2 თვითმმართველი ტერიტორია (ფარერის კუნძულები, ეკუთვნის დანიას, ალანდის კუნძულები, ეკუთვნის ფინეთს) და 1 კოლონია (გიბრალტარი). ეს სახელმწიფოებია:

1 განსაზღვრების თანახმად, რომელიც კავკასიონს აკუთვნებს ევროპას, ეს ქვეყნები ევროპაში მოიაზრებიან.
2 ყაზახეთის ევროპული ტერიტორია მდებარეობს მდინარე ურალის დასავლეთით.
3 ურალის მთების დასავლეთით მდებარე რუსეთის ტერიტორია ევროპას მიეკუთვნება
4 ევროპული თურქეთი მოიცავს ტერიტორიას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დასავლეთით და ჩრდილოეთით.

იხილეთ აგრეთვე


მსოფლიოს რეგიონები

აფრიკა

ცენტრალური · აღმოსავლეთი · ჩრდილოეთი · სამხრეთი · დასავლეთი

ამერიკა

ჩრდილოეთი · ცენტრალური · სამხრეთი · კარიბები · ლათინური

აზია

შუა · აღმოსავლეთი · ჩრდილოეთი · სამხრეთი · სამხრეთ-აღმოსავლეთი · წინა/სამხრეთ-დასავლეთი

ევროპა

ცენტრალური · აღმოსავლეთი · დასავლეთი · სამხრეთი · ჩრდილოეთი

ოკეანეთი

ავსტრალაზია · მალანეზია · მიკრონეზია · პოლინეზია

სხვა
 

შორეული აღმოსავლეთი · შუა აღმოსავლეთი
 

პოლარები

არქტიკა · ანტარქტიკა

ოკეანეები

არქტიკის · ატლანტის · ინდოეთის · წყნარი · სამხრეთის

იხილეთ ასევე კონტინენტები

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.