|
Article on other languages:
|
დეპეშ მოდი (ფრანგ. Depeche Mode) 1980 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფია ბასილდონში, ესექსი, ინგლისი. ჯგუფში თავიდან შედიოდნენ დევიდ გეჰენი (წამყვანი ვოკალისტი), მარტინ გორი (კლავიში, გირარა, ვოკალი, მთავარი სიმღერების ავტორი 1981 წლიდან), ენდრიუ ფლეტჩერი (კლავიშები) და ვინს კლარკი (კლავიში, მთავარი სიმღერების ავტორი 1980-1981). ვინს კლარკმა ჯგუფი 1981 წელს, სადებიუტო ალბომის გამოსვლის შემდეგ დატოვა: მალევე ის ალან უაილდერით შეიცვალა (წამყვანი კლავიში), რომელიც ჯგუფთან ერთად 1982-დან 1995-მდე გამოდიოდა. უაილდერის წასვლის შემდეგ, გეჰენმა, გორმა და ფლეტჩერმა ტრიოს სახით გააგრძელეს გამოსვლა.
ისტორიაშექმნა (1977-1980)ჯგუფის შექმნის წლად ითვლება 1977, როდესაც ვინს კლარკმა და ენდრიუ ფლეტჩერმა შექმნეს დუეტი No Romance in China. 1979 წელს კლარკი უკრავდა ჯგუფში The Plan, რომელშიც ასევე იყვნენ რობერტ მარლოუ და პოლ ლენგვითი. 1978-79 წლებში, პარალელურად, მარტინ გორი უკრავდა აკუსტიკურ დუეტში Norman and The Worms, სკოლის მეგობართან ფილიპ ბერდეტთან ერთად. 1979 წელს მარლოუ, გორი, კლარკი და მათი მეგობარი პოლ რედმონდი შეერთდნენ და შექმნეს ჯგუფი The French Look. 1980 წელს კლარკმა, გორმა და ფლეტჩერმა ჩამოაყალიბეს სხვა პროექტი, Composition of Sound. ორივე ზემოაღნიშნულმა კოლექტივმა ერთხელ ერთობლივი საკონცერტო გამოსვლაც ჩაატარეს. Composition of Sound-ის შექმნის შემდეგ კლარკი და ფლეტჩერი გადავიდნენ სინთეზატორებზე. 1980 წელს მათ შეუერთდა დეივ გეჰენიც - მას შემდეგ რაც კლარკს მოეწონა მისი გამოსვლა ერთ-ერთ ჯემ-სესიაზე. ასე ჩამოყალიბდა დეპეშ მოდი. მარტინ გორის თქმით, ეს სახელწოდება ნიშნავს ”მოდის სიახლეს”. პირველი ალბომები (1981-1983)ბრიჯ ჰაუსში კონცერტის დროს, 1982 წელს, ჯგუფით დაინტერესდა პროდიუსერი დენიელ მილერი, რომელიც თავად იყო ელექტრონული მუსიკის მოყვარული და შემსრულებელიც. იგი აგრეთვე იყო კომპანიის Mute Records დამაარსებელიც. მას სურდა ჯგუფისგან სადებიუტო სინგლის მიღება და კოლექტივმა ხელი მოაწერა კონტრაქტს. პირველივე შედეგი იყო სინგლი "Dreaming of Me", რომელიც გამოვიდა 1981 წლის თებერვალში. ბრიტანულ ჩარტში იგი #57 ადგილზე მოხვდა. შემდეგი სინგლი იყო "New Life", რომელიც უკვე #11 ადგილზე მოხვდა. სამი თვის შემდეგ გამოვიდა კომერციულად წარმატებული "Just Can't Get Enough" - პირველი სინგლი, რომელიც მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო 10ეულში. ამ ჩანაწერით ჯგუფი უფრო წინ წავიდა და მსმენელი მოამზადა სადებიუტო ალბომისათვის Speak & Spell. პირველი ალბომი გამოვიდა 1981 წლის ნოემბერში და მოხვდა ბრიტანულ 10ეულში. კრიტიკოსების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო - ”მელოდი მეიკერში” მას დიდებული უწოდეს, ხოლო ”როლინგ სტოუნში” - დაბალი ხარისხის მასალა. ალბომის მხარდასაჭერი ტურის დროს კლარკი მიხვდა, რომ ჯგუფში ყოფნა არ აინტერესებს, რადგანაც, როგორც მოგვიანებით ახსნა, ”მათ არაფრის დრო არ ჰქონდათ”. მოგვიანებით მან, ელისონ მოიეტთან ერთად ჩამოაყალიბა დუეტი ”იაზუ” და კიდევ უფრო მოგვიანებით, დუეტი ”ირეიჟერი”, ენდი ბელთან ერთად. მეორე ალბომისათვის დეპეშ მოუდს თითქმის არ გააჩნდა კლარკის მიერ შექმნილი მასალა. გორი, რომელმაც უკვე დაწერა წინა ალბომის რამდენიმე სიმღერა, იქცა ჯგუფის სიმღერების ახალ ავტორად. 1982 წლის იანვარში გამოვიდა სინგლი "See You", რომელიც ჩაწერილი იქნა კლარკის გარეშე. მოულოდნელად მან გაიმეორა წინა სინგლის წარმატება და უფრო მეტიც - უფრო წარმატებული აღმოჩნდა. იგი მოხვდა ჩარტის #6 ადგილზე. შემდეგ გამოიცა სინგლები ("The Meaning of Love" და "Leave in Silence", მოეწყო ტური "See You". 1981 წლის ბოლოს ”მელოდი მეიკერში” დეპეშ მოდმა განათავსა ანონიმური განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჯგუფი ეძებს მუსიკოსს. გამოჩნდა 22 წლის ალან უაილდერი, რომელიც დასავლეთ ლონდონელი მუსიკოსი იყო (კლავიშებიანი ინსტრუმენტების კარგი მცოდნე). ორი მოსმენის შემდეგ იგი საცდელი ვადით აიყვანეს. მეორე ალბომზე მუშაობა დაიწყო 1982 წლის ივლისში. დენიელ მილერმა თავად უთხრა უაილდერს, რომ იგი ჩაწერისათვის არ არის საჭირო - ჯგუფს სჭირდებოდა მტკიცება, რომ მას ყველაფერი შეუძლია კლარკის გარეშე. მეორე ალბომი, A Broken Frame, გამოვიდა იმავე წლის სექტემბერში. უაილდერის წვლილი პირველად გამოჩნდა 1983 წლის სინგლზე "Get the Balance Right!". მესამე დისკისათვის Construction Time Again მათ იქირავეს პროდიუსერი გერეტ ჯონსი და დასახლდნენ დასავლეთ ბერლინში. ალბომით ჯგუფის ჟღერადობაში დიდი გარდატეხა მოხდა, რადგანაც გამოყენებული იქნა რამდენიმე ახალი ელექტრონული ინსტრუმენტი. ჯგუფმა ჩაწერა ყოველდღიური ნივთების ხმები და გადააქცია ისინი ელექტრონული ჟღერადობის მქონე ეფექტებად. ამასთან, მარტინ გორი აქტიურად მუშაობდა სიმღერების ტექსტებით, რომლებიც უფრო ლირიულ ხასიათს ატარებდნენ. მომავალი ალბომის პირველი სინგლი იყო "Everything Counts", რომელიც იქცა კოლექტივის ერთ-ერთ დიდ ჰიტად. საერთაშორისო წარმატება (1984-1988)პირველ წლებში ჯგუფი ცნობილი და წარმატებული იყო მხოლოდ ბრიტანეთში, ევროპაში და ავსტრალიაში. 1984 წლის მარტში ეს შეიცვალა, სინგლის "People Are People" გამოცემით. იგი მოხვდა რამდენიმე სხვა ქვეყნის ჩარტების პირველ ადგილებზე. ამავე სახელწოდების ალბომი, სპეციალური კრებული, გამოიცა ამერიკული ლეიბლის Sire მიერ, რათა მსმენელი უკეთ გაცნობოდა ჯგუფის შემოქმედებას. 1984 წლის სექტემბერში გამოვიდა სტუდიური ალბომი Some Great Reward. ”მელოდი მეიკერმა” მას კვლავ დიდი შეფასება მისცა, ახსენა რა, რომ ეს ალბომი ადამიანის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც ხდება იქვე. ამ ალბომით ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტები უფრო ბნელ ჟღერადობასთან, ტექსტების მხრივ კი შეეხო სექსს, მოზარდულ ურთიერთობებს და სხვა თემებს. აქვე იყო მარტინ გორის საკუთარი ბალადა "Somebody". ეს იყო ჯგუფის პირველი დისკი, რომელიც მოხვდა აშშ ალბომების ჩარტში. 1985 წელს კომპანიამ Mute Records გამოსცა კრებული The Singles 81>85, რომელსაც აშშ-ში Catching Up with Depeche Mode ეწოდებოდა. ამ კრებულში შევიდა სინგლები "Shake the Disease" და "It's Called a Heart". ამ პერიოდში, სხვადასხვა წრეში, დეპეშ მოდი ასოცირდებოდა გოთიკურ კულტურასთან, რომელიც ყალიბდებოდა ბრიტანეთში. აშშ-ში ჯგუფი მალე მოხვდა რადიოეთერში, თანაც - რამდენიმე სადგურზე. ცვლილელების დრო მოვიდა სიმღერით "Stripped", შავბნელი დისკიდან Black Celebration, რომელიც, როგორც ერთ-ერთ ჟურნალში ეწერა, ”საკუთარ კოლექციაში არ ჰქონდა მხოლოდ მძიმე მეტალის ან ჯაზის ყველაზე დიდ მოყვარულებს”. ამ ალბომიდან მოყოლებული, ჯგუფის მუსიკამ შეიძინა ატმოსფერული და ტექსტურული ჟღერადობა. მაგრამ აქ ასევე იყო გორის ლირიკა, რომელმაც იდეალური სახე მიიღო. ამ ალბომში ასევე მოხვდა "Fly on the Windscreen", რომელიც მანამდე ჟღერდა მხოლოდ სინგლზე "It's Called a Heart". სიმღერას ამ ვარიანტში ეწოდა "Fly on the Windscreen - Final".< კლიპის "A Question of Time" რეჟისორი იყო ანტონ კორბეინი, რომელმაც შემდეგ სახელი გაითქვა ჯგუფის ვიდეოკლიპებით და ალბომების ყდებით. 1987 წლის დისკი Music for the Masses იყო წინა ალბომის წარმატების გამეორება. პირველად ხმისჩაწერი პროდიუსერი არ იყო ლეიბლის Mute თანამშრომელი. ჯგუფის მიერ წინა წლებში ამოჩემებული სემპლების გამოყენება შეცვალა სინთეზატორებთან ექსპერიმენტებმა და ატმოსფერული ჟღერადობის დამკვიდრებამ. ამის მაგალითება იყო სინგლები "Strangelove", "Never Let Me Down Again" and "Behind the Wheel". ალბომმა დიდი გარღვევა მოახდინა აშშ-ში, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა ალბომების ამერიკული წარმატება. ამ ალბომის მხარდასაჭერი ტური ჩატარდა 1987-88 წლებში. 1988 წლის 18 ივნისს ტური დასრულდა პასადენას კონცერტით, რომელიც გამოვიდა საკონცერტო ალბომის 101 და ამავე სახელწოდების ფილმის სახით. მსოფლიო წარმატება (1989-1994)1989 წელს ჯგუფი შევიდა მილანში განლაგებულ სტუდიაში პროდიუსერ ფლუდთან და ხმის ინჟინერ ფრანსუა კევორკიანთან ერთად. აქ შეიქმნა სინგლი "Personal Jesus". სინგლის გამოცემამდე ჩატარდა საინტერესო მარკეტინგული კამპანია, რომლის დროს ბრიტანულ გაზეთებში განთავსებულ რეკლამაში ეწერა ”შენი საკუთარი პირადი იესო”. მოგვიანებით განთავსდა სატელეფონო ნომერიც, რომლის აკრეფის შემდეგ ისმოდა თავად სიმღერეა. სკანდალური სინგლი ჩარტის #13 ადგილზე მოხვდა, აშშ-ში კი იქცა ჯგუფის პირველ ოქროს სინგლად და მორიგ ჰიტად, "People Are People"-ის შემდეგ. 1990 წელს გამოვიდა სინგლი "Enjoy the Silence", რომელიც ითვლება კოლექტივის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლად. 1991 წლის Brit Awards-ის დაჯილდოვებაზე მან წლის ბრიტანული სინგლის სტატუსი მიიღო. ახალი ალბომის, Violator პრეზენტაციისა და გამოსვლის დღეს ჯგუფმა მოაწყო უნიკალური აქცია, რომლის დროს 20.000 მოყვარულმა მიიღო ჯგუფის ავტოგრაფები, თუმცა ადგილი ჰქონდა ინციდენტებსაც, რაც გამოწვეული იყო ხალხმრავლობით. ასევე გამოიცა ორი სინგლი ალბომიდან, "Policy of Truth" და "World in My Eyes". 1993 წელს გამოჩნდა ახალი ალბომი Songs of Faith and Devotion, ბნელი ჟღერადობით და ცოცხალი დასარტყამი ინსტრუმენტებით (რომლებზეც ალან უაილდერი უკრავდა). სინთეზატორებთან ერთად ცოცხალი ორკესტრიც გამოჩნდა და გოსპელის მომღერლებიც. მიუხედავად ფანების მიერ დადებითად მიღებისა, ბევრმა ეს დისკი კომერციულ ჩავარდნად შეაფასა. დეივ გეჰენის ჰეროინით გატაცებამ კი პიკს მიაღწია. მარტინ გორი ტურის დროს რამდენჯერმე გაქურდეს, ხოლო ფლეტჩერმა უარი თქვა ტურის მეორე ეტაპში მონაწილეობაზე. სცენაზე იგი შეცვალა დერილ ბემონტმა, ჯგუფის ასისტენტმა. უაილდერის წასვლა და Ultra (1995-1999)1995 წლის ივნისში უაილდერმა განაცხადა, რომ იგი ტოვებს დეპეშ მოდს. მისივე თქმით, მან დიდი წვლილი შეიტანა ჯგუფის საქმეში, მაგრამ არასოდეს მიუღია იგივე რაოდენობის დაფასება. მოგვიანებით ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში მყოფი გეჰენი კინაღამ დაიღუპა, ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო. გეჰენის პრობლემების მიუხედავად, გორი ცდილობდა ჯგუფის ამოქმედებას. გეჰენი იშვიათად დადიოდა სტუდიაში, ხოლო სტუდიაში გამოჩენისას თითქმის არაფერს იწერდა და ვოკალის ჩაწერას სჭირდებოდა კვირები. 1996 წელს გეჰენი მოხვდა ნარკოტიკებისგან მკურნალობის ცენტრში. 1996 წელს სტუდიური სესიები განახლდა და შემდეგ წელს გამოიცა ალბომი Ultra. ასევე გამოვიდა წარმატებული სინგლები "Barrel of a Gun" და "It's No Good". ალბომი მოხვდა ბრიტანული ჩარტების #1 ადგილზე. სინგლების კრებული The Singles (86-98) გამოვიდა 1998 წელს, ახალ სინგლთან "Only When I Lose Myself" ერთად. ოთხთვიანი საკონცერტო ტურის შემდეგ ასევე გამოიცა კრებული For the Masses, რომელშიც ჯგუფის სიმღერებს ასრულებდნენ სხვა ცნობილი კოლექტივები. Exciter (2000-2004)2001 წელს გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი Exciter. ელექტრონულ მინიმალიზმზე ორიენტირებული ციფრული ჟღერადობით ალბომი კომერციულად ჩავარდა. კრიტიკოსების შეფასებაც ცვალებადი იყო, თუმცა სინგლი Freelove დიდი წარმატებით სარგებლობდა. იმავე წლის აგვისტოში DVD დისკზე გამოვიდა 1993 წლის ტურის კონცერტი,Devotional, ასევე კრებული Remixes 81 - 04. ამ კრებულში შეტანილი იქნა ჯგუფის ახალი და იშვიათი პრომო მიქსები და პოპულარული "Enjoy the Silence 04" (მაიკ შინოდას რემიქსი). ეს სინგლი მოხდა ბრიტანული ჩარტების #7 ადგილზე. Playing the Angel (2005-2007)2005 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის 11ე სტუდიური ალბომი Playing the Angel. ბენ ჰილიერის პროდიუსერობით, ამ დისკმა ჯგუფი ძველ ჟღერადობას დაუბრუნა. დისკის სინგლი "Precious" მოხვდა ბრიტანულ ჩარტის #4 ადგილზე. ეს იყო პირველი ალბომი, რომლის ტექსტებიც მთლიანად გეჰენის დაიწერა. დიდი წარმატება ჰქონდა სხვა სინგლებსაც - "A Pain That I'm Used To" და "Suffer Well". ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფმა გამართა ტური Touring the Angel. ტურის დროს ჩაწერილი აუდიომასალა გავრცელდა შეზღუდული რაოდენობით გამოცემულ დისკებზე Recording the Angel . ალბომისა და ტურის წარმატების ტალღაზე გამოიცა სტუდიური დისკების Speak & Spell, Music for the Masses და Violator რემასტერინგები, სუპერ აუდიო დისკებისა და DVD აუდიოს ფორმატში ჩაწერილი. აგრეთვე ყველა ალბომს თან ახლდა სინგლების B-გვერდები და თითო ალბომის ჩაწერის ისტორია. 2007 წელს იგივე შეეხო ალბომებს Construction Time Again და Black Celebration. ალბომების Ultra და Exciter სპეციალური გამოცემები გამოვიდა 2007 წლის 1 ოქტომბერს. 2006 წლის 25 სექტემბერს გამოიცა DVD და აუდიოდისკი Touring the Angel: Live in Milan, რომელზეც აღბეჭდილია ჯგუფის კონცერტები მილანში (2006 წლის 18-19 თებერვალი). ამასთან, გამოიცა კიდევ ერთი კრებული, The Best Of, Volume 1, რომელშიც მოხვდა ალბომის Playing the Angel ჩაწერიდან დარჩენილი "Martyr" . 2006 წლის დეკემბერში სერვისმა iTunes გამოსცა დიდი კრებული The Complete Depeche Mode, რომელიც იყო შემდეგი მათ მიერ დაწყებულ სერიაში. ამ სერიაში მანამდე უკვე გამოვიდა The Complete U2, The Complete Stevie Wonder და Bob Dylan: The Collection. ახალი ალბომი (2008-დღემდე)2007 წლის აგვისტოში, დეივის მეორე სოლო ალბომის Hourglass გამოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დეპეშ მოდი 2008 წელს დაბრუნდება სტუდიაში. 2008 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მოხდება მაისში. მარტინ გორი ამ დროისათვის უკვე მუშაობდა ახალ სიმღერებზე საკუთარ სტუდიაში (სანტა ბარბარა, კალიფორნია, აშშ). სიმღერებზე მუშაობა ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დეპეშ მოდმა დატოვა ლეიბლი Warner Music. ჯგუფის ოფიციალური ვებ გვერდის თანახმად, 2008 წლის 6 ოქტომბერს, ბერლინში გამართულ პრეს კონფერენციაზე საუბარი იქნება ახალ ალბომზე და მსოფლიო ტურზე. ჯგუფის გავლენაDepeche Mode influenced many of today's popular recording artists, in part due to their recording techniques and innovative use of sampling. For example, Pet Shop Boys cited Violator (and "Enjoy the Silence" in particular) as one of the main sources of inspiration during recording of their critically acclaimed album Behaviour. Neil Tennant says, “We were listening to Violator by Depeche Mode, which was a very good album and we were deeply jealous of it.” Bandmate Chris Lowe agrees, “They had raised the stakes.”[1][2] Techno pioneers Derrick May, Kevin Saunderson and Juan Atkins regularly cited Depeche Mode as an influence on the development of techno music during the Detroit Techno explosion in the mid 1980s.[3] Appreciation of Depeche Mode within today's electronic music scene is shown by the numerous Depeche Mode remixes by contemporary DJs such as Ricardo Villalobos' remix of "The Sinner in Me" or Kruder & Dorfmeister's remix of "Useless". According to Matt Smith, the former music director of the modern-rock radio station KROQ, "The Killers, The Bravery, Franz Ferdinand — that whole wave of music owes a tremendous amount to Depeche Mode."[4] Chester Bennington, vocalist of Linkin Park, was inspired by the band.[5][6] Another Linkin Park member Mike Shinoda has said, "Depeche Mode is one of the most influential groups of our time. Their music is an inspiration to me..."[7] The band's influence is spread throughout different genres of music. Raymond Herrera, the drummer of the metal band Fear Factory, says, "A lot of different music influenced the way I play now. Like the band Depeche Mode. If I could sound like Depeche Mode, but be fast like Slayer, I think I might be onto something".[8] According to Darren Smith, the guitarist of the post-hardcore band Funeral for a Friend, "dark, moodier stuff" in his band's music was "Depeche Mode-influenced."[9] In August 2008, Coldplay released a cover for the video "Enjoy the Silence" as an alternate video for their single "Viva la Vida". On their website where the video is shown, they are quoted as saying, "This is our attempt at a video cover version, made out of love for Depeche Mode and the genius of Anton Corbijn." The video shows Chris Martin dressed as a king like Dave Gahan, walking through The Hague, Anton Corbijns' place of birth. დისკოგრაფია
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.