|
Article on other languages: |
გუარანა (Paullinia cupana), მარადმწვანე ბუჩქი საპინდისებრთა ოჯახისა. ბუნებრივად იზრდება ბრაზილიასა და ვენესუელაში. მისი თესლისაგან (შეიცავს ფისს, მთრიმლავ ნივთიერებებს და 5%-მდე კოფეინს) ამზადებენ პასტას, ე. წ. გუარანას, რომელსაც ზოგ ქვეყანაში სამკურნალოდ და ყავის მსგავსი სასმელის დასამზადებლად იყენებენ. ლიტერატურა
|
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.