|
Article on other languages:
|
განმანათლებლობა — (ფრანგ. Siècle des Lumières; ინგლ. Enlightenment; გერმ. Aufklärung; იტალ. Illuminismo) ფილოსოფიური, საზოგადოებრივი და ლიტერატურული მიმდინარეობა XVIII საუკუნის ევროპაში. განმანათლებლობის ეპოქის ევროპაში ბურჟუაზია იბრძვის პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. საბრძოლო ასპარეზზე გამოსასვლელად ბურჟუაზიას სჭირდებოდა ძველი იდეოლოგიის დამარცხება და ახლის ჩამოყალიბება. განმანათლებელთა მიზანი იყო ფართო მასებისთვის არსებული იდეოლოგიის უარყოფითი მხარეების ჩვენება.
ცვლილებებიგანმანათლებელთა ეპოქას ახასიათებს საზოგადოებრივ აზროვნებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა :
შეიძლება ითქვას, რომ ეს პეროდი არის ახალი სოციალური წარმოდგენების ეპოქა, რითაც რენესანსს მოგვაგონებს. ბედნიერების გაგებაXVII საუკუნის ბოლომდე ადამიანის აზროვნებაში დომინირებს ღმერთი, რომელზეც ყველაფერია დამოკიდებული. ცხოვრების ძირითადი მიზანი არის არა ბედნიერება, არამედ — ხსნა. XVIII საუკუნეში კი თითქმის აკვიატებულ იდეად იქცევა ბედნიერების მიღწევაზე ფიქრი. ღმერთმა გაგვაჩინა, რათა ვიყოთ ბედნიერნი და კეთილნი. ცხოვრების მთავარ ურთიერთობად ისახება უკვე არა ღმერთთან ურთიერთობა, არამედ ადამიანებს შორის დამოკიდებულება. ბედნიერების მიღწევის საშუალებად კი მიიჩნევა ადამიანური ბუნება. ადამიანი იცნობს და ეთანხმება თავის ჭეშმარტ ბუნებას, რომელიც უკვე აღარაა გახლეჩილი ანგელოზსა და ეშმაკს, ცასა და მიწას შორის. სული და სხეული აღარ უპირისპირდება ერთმანეთს. ადამიანის საფუძველი არის საკუთარი თავის სიყვარული, რასაც ხშირად უნივერსალური გრავიტაციის პრინციპსაც ადარებენ. ამ სიყვარულის უგულვებელყოფით ან მასთან ბრძოლით ადამიანის ჭეშმარიტი ბუნების იგნორირება, ღალატი ხდება. განმანათლებლებისთვის ბედნიერება არის სხეულის, გონებისა და გულის სრული ჰარმონია.[1] რელიგიაგანმანათლებლებში რამდენიმე რელიგიურმა მიმდინარეობმა მოიკიდა ფეხი. ზოგმა, ვოლტერის მსგავსად, დეიზმი არჩია, რომლის მიხედვით ღმერთი არსებობს, მაგრამ არ ერევა ხალხის ცხოვრებაში, იგი მხოლოდ უმაღლესი წესრიგის გარანტია. რუსო ე. წ. თეიზმის მიმდევარი იყო, რომელიც კეთილისმყოფელ და უბედურთა შემწე ძალის არსებობას ამტკიცებდა. დიდრო კი ყოველივეს ხსნიდა ღმერთის არსებობს გარეშე, მისი აზრით ღვთაებრიობა შერეული იყო ბუნებასთან და ყოველივე ეს ათეიზმს წარმოშობდა. არსებობდნენ მატერიალისტებიც, რომლებიც მატერიით ხსნიდნენ სამყაროს არსებობას. ერთ რამეში კი ყველა თანხმდებოდა: ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს, საკუთარ მორალს. ფილოსოფოსიიცვლება ფილოსოფოსის სტატუსიც. მასში გაერთიანდა მწერალი და მოაზროვნე. ფილოსოფოსი აღარაა საზოგადოებისგან განზე მდგარი, არამედ ცდილობს სასარგებლო გახდეს მისთვის, ლიტერატურას კი იარაღად იყენებს. ახალი ლიტერატურული გმირი აღარაა დაინტერესებული სულიერი მდგომარეობით, მას უკვე სოციალური, პოლიტიკური ფუნქცია აინტერესებს. ბედნიერება უკვე აღარაა შესწავლის საგანი, ის უკვე ცხოვრების წესია. ამგვარად იქმნება ახალი ლიტერატურა, რომელიც აღარ ეძებს მეტაფიზიკურ ახსნებს, არამედ ცდილობს შეათანხმოს გრძნობა, ბედნიერება და გონება. ენციკლოპედიაგანმანათლებლებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ცოდნის მეცნიერული და მორალური არქიტექტურა, გარკვეული სტრუქტურა, რომლის რეალიზებაც არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. ამ აზრის საფუძველზე 1751 წელს დიდრო და დ’ალამბერი აქვეყნებენ პირველ ენციკლოპედიას, რომელსიც ათავს უყრიან მეცნიერებისა თუ კულტურის სფეროებში დაგროვილ ცოდნას. XVIII საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო განმანათლებლური რეალიზმის კრიზისი და ამ კრიზისის საფუძველზე ჩამოყალიბდა სენტიმენტალიზმი, რომლის ფუძემდებელია ჟან-ჟაკ რუსო, გამგრძელებელი კი -ბერნანდენ დე სენ პიერი. ზოგიერთი განმანათლებელირესურსები ინტერნეტში
სქოლიო
იხილეთ აგრეთვე |
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.