ბრაზილია

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire
სიტყვას "ბრაზილია" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბრაზილია (მრავალმნიშვნელოვანი).
República Federativa do Brasil
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Hino Nacional Brasileiro
დევიზი: წესრიგი და პროგრესი
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ბრაზილია
უდიდესი ქალაქი სან-პაულუ
ოფიც. ენები პორტუგალიური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
8,514,877 კმ² (მე-5)
 
  0.65%
მოსახლეობა
 - 2008 სავ.
 - 2000 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
186.757.608 (მე-5)
169,799,170
22 ად/კმ² (182-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$1.804 ტრილიონი (მე-8)

$11,873 (65-ე)
აგი (2007) 0.800 () (70-ე)
ვალუტა რეალი (BRL)
დროის სარტყელი (UTC -2-დან -5-მდე)
ქვეყნის კოდი BRA
ccTLD .br
სატელეფონო კოდი +55


სექციების სია

სახელწოდება

  • ოფიციალური: ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა.
  • პორტუგალიური: República Federativa do Brasil.
  • ეტიმოლოგია: - ქვეყნის სახელწოდება Brasil მიღებულია აქ გავრცელებული წითელი ხისაგან, რომელსაც ადგილობრივი ინდიელები უწოდებენ “პაუ ბრაზილს”.
  • ქვეყნის კოდი: BR.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, უკავია სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. სამხრეთ ამერიკის დანარჩენი 12 სახელმწიფოდან ესაზღვრება 10-ს. ესენია: ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი, ბოლივია, პერუ, კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა.

  • ფართობი: 8.511.965 კვ.კმ.
  • ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პიკო და ნებლინა, 3,014 მ; მთავარი მდინარეები (კმ)ამაზონი 3.500 (სულ 6.280), პურუსი 3.000 (სულ 3.210), რიო სან-ფრანსისკუ 2.900, რიო ტოკანტისი 2.700, არაგუაია 2.600, რიო პარანა 2.400 (სულ 4.700); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ლაგოა მირიმი 3.000; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - მარაჟუ 47.573, დიდი გურუპა 4.864; კლიმატი - ეკვატორული, ტროპიკული.
  • ბუნებრივი რესურსები: ბრაზილიას სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს, მათ შორის ბოქსიტები, ოქრო, რკინის მადანი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფატები, პლატინა, კალა, ურანი, ნავთობი, ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე (ტროპიკულ ზონაში).

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი Luiz Inácio LULA DA SILVA (2003).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (81+513 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 26 შტატი (estado) და 1 ფედერალური ოლქი (distrito federal).


  1. ჩრდილოეთ ამაზონეთი: აკრიამაპაამაზონასიპარარონდონიარორაიმატოკანტინსი
  2. ჩრდილო-აღმოსავლეთი: ალაგოასიბაიამარანიანიპარაიბაპერნამბუკუპიაუირიუ-გრანდი-დუ-ნორტისეარასერჟიპი
  3. სამხრეთ-აღმოსავლეთი: ესპირიტუ-სანტუმინას-ჟერაისირიო-დე-ჟანეიროსან-პაულუ
  4. სამხრეთი: პარანარიუ-გრანდი-დუ-სულისანტა-კატარინა
  5. ცენტრალური დასავლეთი: ფედერალური ოლქიგოიასიმატუ-გროსუმატუ-გროსუ-დუ-სული

დემოგრაფია

ძველად ინდიელებით იყო დასახლებული, რომლებიც ახლაც არიან შემორჩენილი ამაზონის ჯუნგლებში. XVI ს-ის დასაწყისში ბრაზილია დაიპყრეს პორტუგალიელმა კონკისტადორებმა, რომლებმაც პრაქტიკულად გაანადგურეს ადგილობრივი ინდიელები. პორტუგალიელებმა დააარსეს მსხვილი პლანტატორული მეურნეობები, რომლებიც აფრიკიდან შემოყვანილი მონების შრომას იყენებდნენ.

ეკონომიკა

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 784 მლრდ $ (მე-8 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 4.790 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 11, მრეწველობა 39, მომსახურება 50.
  • ექსპორტი: ყავა, შაქარი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხე-ტყე, რკინა, მარგანეცი, მანქანები, იარაღი.
  • ბიუჯეტი: 100,600 მლნ $.
  • ვალუტა: რეალი (BRL).


ისტორია

პორტუგალიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1822 წელს. 1889 წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. ბრაზილიის მოსახლეობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა იმიგრაციამ - 1808 წლის კანონით უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენის მიეცათ უფლება. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აკრძალული იყო გენერალ კასტელო ბრანკოს მმართველობის წლებში. 1988-92 წლებში პრეზიდენტის პოსტი ეკავა ფერნანდო კოლონს, რომელმაც თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის იდეა წამოაყენა. ბოლოს იგი დაადანაშაულეს კორუფციაში და თანამდებობიდან გადააყენეს. 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა მსოფლიო სამიტი. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას.


მემკვიდრეობა

ბრაზილია სამხრეთ-ამერიკის უდიდესი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ფეხბურთით, ყავით, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალით და სამბასა და ბოსანოვას მუსიკით. ღირშესანიშნაობანი - დედაქალაქი ბრაზილია, სალვადორ დე ბაიას, ოლინდას, გოიას, დიამანტინას და ოურუ პრეტუს ისტორიული ცენტრები, იგუასუს, ჟაუს, სერა და კაპივარას ეროვნული პარკები.


ცნობილი ბრაზილიელები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.