ეროვნული: বাংলাদেশ (Bangladesh), Gana Prajatantri Bangladesh; Bangladesh, People's Republic of Bangladesh.
ეტიმოლოგია: სანსკრიტზე Bangla ქვეყნის მცხოვრებთა სახელია, ხოლო Desh - „ქვეყანა“; მაშასადამე, „ბანგლადეში“ არის „ბენგალელთა ქვეყანა“.
გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ აზიაში (ყოფილი აღმოსავლეთ პაკისტანი). ტერიტორიის უდიდესი ნაწილი განგისა (ბენგ. პადმა) და ბრაჰმაპუტრის (ბენგ. ჯამუნა) დელტაშია. ფართობი: 144.000 კვ.კმ.
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა : საპარლამენტო რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი იაჯუდინ აჰმედი (Iajuddin AHMED, 2002).
საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (300 წევრი, ჯატია სანგსადი).
ადმინისტრაციული დაყოფა : 5 ოლქი (Division).
დემოგრაფია
მოსახლეობა - 141,340,476 (2005), მათ შორის 98,8% ბენგალელები.
რესურსები : ბუნებრივი აირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, საშენი ხე-ტყე, ქვანახშირი.
ექსპორტი : ჯუტი, ჩაი, თევზეული, ტანსაცმელი.
ვალუტა : ტაკა (BDT).
ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 360 $;
ისტორია
1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შედეგად მიიღო აღმოსავლეთ პაკისტანის სტატუსი. 1971 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1975-1976 და 1982-1986 წლებში ქვეყანაში სამხედრო მმართველობა იყო. 1988 წელს ისლამი გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. მთავრობის საწინააღმდეგო მასობრივი გამოსვლების შედეგად პრეზიდენტ ერშადის მთავრობა გადადგა. 1991 წელს პრეზიდენტად არჩეულ იქნა აბდურ რაჰმან ბისვასი.