არასამთავრობო ორგანიზაცია

Article on other languages:

არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციამოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება საერთო ინტერესებისა და მიზნების საფუძველზე. ეს არის კერძო ინსტიტუტი, დამოუკიდებელი მთავრობისაგან, თუმცა მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, განსაკუთრებით კი გლობალურ სამხრეთში, დაფინანსებულია ჩრდილოეთის მთავრობების მიერ. სულ 40.000-მდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. ქვეყნის დონეზე ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია: რუსეთში 400 000 არასამთავრობო გაერთიანებაა, ინდოეთში კი — დაახ. 2 მილიონამდე.


This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.